თავში

ბეირუთის აფეთქებით გამოწვეული ზარალი 5 მილიარდს აღწევს - განახლებულია

ბეირუთის აფეთქებით გამოწვეული ზარალი 5 მილიარდს აღწევს
ბეირუთის აფეთქებით გამოწვეული ზარალი 5 მილიარდს აღწევს - განახლებულია

ბეირუთის პორტთან მომხდარი აფეთქებით გამოწვეული ზარალი 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე აღწევს. ამის შესახებ ლიბანის დედაქალაქის გუბერნატორმა მარვან აბუდმა განაცხადა.

ბეირუთში მძლავრ აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 მაშველი. დაშავდა 4000-ზე მეტი ადამიანი. ასობით მოქალაქე უსახლკაროდ არის დარჩენილი. 

----------

10:25

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით მსხვერპლთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ჰამად ჰასანის განცხადებით ტრაგედიის შედეგად დედაქალაქში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. დაჭრილებს და დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.

ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ აუნის განცხადებით,  2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ყურადღებისა და მეთვალყურეობის გარეშე პორტში 6 წლის განმავლობაში ინახებოდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ბომბის საწარმოებლად განკუთვნილი ფეთქებადი ნივთიერება საწყობში საბაჟო სამსახურის მიერ კონფისკაციის შემდეგ ინახებოდა.

დღეს ბეირუთში მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი.

ბეირუთის ცენტრში, პორტთან მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. დაშავებულია 4 000-ზე მეტი, არიან დაკარგულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system