თავში

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა
ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 154-ს შეადგენს, მათ შორის 25 დაღუპულის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, ხოლო 60 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ განცხადებას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული 120 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system