თავში

ბეირუთში, ანტისამთავრობო აქციაზე მომხდარი შეტაკებისას 58 ადამიანი დაშავდა

ბეირუთში, ანტისამთავრობო აქციაზე მომხდარი შეტაკებისას 58 ადამიანი დ
ბეირუთში, ანტისამთავრობო აქციაზე მომხდარი შეტაკებისას 58 ადამიანი დაშავდა

ბეირუთში ანტისამთავრობო აქციის დროს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებისას 58 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას ლიბანის წითელი ჯვრის ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 14 ადამიანი დახმარების აღმოჩენის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 44 პირს დახმარება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, ლიბანში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. აქციების დროს მომიტინგეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ.

ბეირუთში გამართული ანტისამთავრობო აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 154-ს შეადგენს, დაშავებულია 5,000-ზე მეტი ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system