თავში

ბელარუსში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბელარუსში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

15 ნოემბერს ბელარუსში მიმდინარე აქციებზე, პოლიციამ დაახლოებით 150 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system