თავში

ბელარუსში 800-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად არის აღიარებული

​ბელარუსში 800-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად არის აღიარებული
ბელარუსში 800-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად არის აღიარებული

ბელარუსი უფლებადამცველების განცხადებით, პოლიტიკური მოტივებით კიდევ 6 ადამიანი დააკავეს. ამრიგად, პოლიტპატიმრად აღიარებული პირების რიცხვმა 805 შეადგინა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მათი თქმით, 2020 წლის 9-10 აგვისტოს აქციები თვითორგანიზებული, მშვიდობიანი იყო და უსაფრთხოებას საშიშროებას არ უქმნიდა. ძალოვნებმა კი მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები შეწყვიტონ.

ცნობისვის, 2020 წელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციებზე არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. აქციები ჩაახშეს, ოპოზიციის წინააღმდეგ კი რეპრესიები ტარდება. ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმურობას დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system