თავში

ბელარუსში დაკავებულმა ჟურნალისტებმა შიმშილობა გამოაცხადეს

​ბელარუსში დაკავებულმა ჟურნალისტებმა შიმშილობა გამოაცხადეს
ბელარუსში დაკავებულმა ჟურნალისტებმა შიმშილობა გამოაცხადეს
© naviny.online

ჟურნალისტებმა ვლადიმერ ლაპცევიჩმა და ალექსანდრე ბურაკოვმა, რომლების ბელარუსის ქალაქ მოგილევში დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Naviny.by ავრცელებს.

ჟურნალისტები 12 მაისს დააკავეს სასამართლოსთან, სადაც დაკავებული აქტივისტების პროცესი იმართებოდა.

მათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევაში ადანაშაულებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მათი პროცესი.

ბელარუსში, 2020 წლის 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system