თავში

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

​ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. 

25 წლის მამაკაცს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედის თქმით, მის შვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ის კი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ფურგონში ჰყავდათ გამოკეტილი.

საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადრე ლუკაშენკომ ხმათა 80,23% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციონერი ბლოგერის სერგეი ციხანოვსკის მეუღლემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი 9,9% .

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და საპროტესტო აქციებს მართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system