თავში

ბელგიაში 11 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინეს

ბელგიაში 11 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინეს
ბელგიაში 11 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინეს

ბელგიაში, სააღდგომო შაბათ-კვირას რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს. ანტვერპენის პორტში, მებაჟეებმა თითქმის 11 ტონა ნარკოტიკი იპოვეს.  

უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ბელგიაში დაყადაღებული კოკაინის ოდენობამ 27,64 ტონა შეადგინა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1,63 მილიარდი დოლარია. გასულ თვეში, ბელგიის პოლიციამ, მასობრივი ოპერაციების სერია ჩაატარა და 48 ადამიანი დააკავა.

ბელგიელი პროკურორების განცხადებით, გამომძიებლებმა დაშიფრული სერვისი გატეხეს და მილიონობით შეტყობინება წაიკითხეს. აღმოჩნდა, რომ ბელგიის საპორტო ქალაქში, ანტვერპენში ათასობით სატვირთო კონტეინერი მიდიოდა და შემდეგ ევროპაში ვრცელდებოდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system