თავში

ბელგიაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

​ბელგიაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ბელგიის ქალაქ ტიურნჰაუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ქალაქის მერმა, პოლ ვან მიერტმა განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მისი თქმით, აფეთქების ტალღამ რამდენიმე ბინა მთლიანად გაანადგურა, სართულებს შორის კედლები და ჭერი ჩამოინგრა.

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია. მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ აღენიშნებოდა. აფეთქების შემდეგ მას თან ტელეფონი აღმოაჩნდა, რომლის დახმარებით მან სამაშველო სამსახური გამოიძახა.

უბედური შემთხვევა გაზის გაჟონვის გამო მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system