თავში

ბელგიაში ათასობით ადამიანმა თეატრების დახურვა გააპროტესტა

​ბელგიაში ათასობით ადამიანმა თეატრების დახურვა გააპროტესტა
ბელგიაში ათასობით ადამიანმა თეატრების დახურვა გააპროტესტა

ბელგიაში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში კულტურის სფეროში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ბელგიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამეფო ოპერის თეატრისა და ბელგიის დედაქალაქის სხვა თეატრალური დაწესებულებების თანამშრომლებმა ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს თეატრების დროებით დახურვის გადაწყვეტილებას, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელებას უკავშირდება.

ბევრს ეკავა პლაკატები წარწერებით: "არა - ამ იდიოტურ განკარგულებას!" და "არ არის კულტურა, არ არის მომავალი“.

ცნობისთვის, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ კინოთეატრებმა, თეატრებმა და საკონცერტო დარბაზებმა მუშაობა 26 დეკემბრიდან დროებით უნდა შეწყვიტონ. კაფეებსა და რესტორნებს მომხმარებლების მიღება ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე შეეძლებათ. ყველა საჯარო ღონისძიება შენობაში აკრძალულია. "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანას პანდემიის ახალი ტალღის ეშინია.

ამასთან, ბრიუსელის, ნამიურის და ლიეჟის რამდენიმე თეატრმა და კინოთეატრმა ახალი წესები უგულებელყო და 26 დეკემბერს ღია დარჩა.

აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია ასევე იმ ფაქტმა, რომ ვიზიტორების დიდი ნაკადის მიუხედავად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საშობაო ბაზრობები არ დაეხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system