თავში

ბელგიაში ბუნებისთვის უსაფრთხო სასაფლაო გაიხსნა

​ბელგიაში ბუნებისთვის უსაფრთხო სასაფლაო გაიხსნა
ბელგიაში ბუნებისთვის უსაფრთხო სასაფლაო გაიხსნა

ბელგიის ქალაქ დრონგენში მსოფლიოში პირველი, ბუნებისთვის უსაფრთხო სასაფლაო გაიხსნა. ის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამარხებისთვის არის განკუთვნილი. კუბოები სრულად ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს და საფლავების ქვების დადგმა აკრძალულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავებს შორის არ არის ბილიკები და საზღვრები. აქ მხოლოდ ხის სკამები და ნიშნებია. გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად, ნათესავებს ან მეგობრებს, მის სახელზე ჩიტების სახლი ჩამოკიდონ ალუბლის ერთ ხეზე, რომელიც მიწის ნაკვეთთან იზრდება.

ახალ სასაფლაოზე ადგილები არ იყიდება. მათი ქირაობა 25 წლით არის შესაძლებელი. პროექტის ავტორების შეფასებით, ამ დროის განმავლობაში ადამიანის სხეული მთლიანად გაერთიანდება ბუნებასთან. გარდა ამისა, არქეოლოგებმა აქ ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. მის ირგვლივ არის ხის სვეტები და თხრილი, სადაც ფერფლით სავსე ურნების დამარხვა იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system