თავში

ბელგიაში COVID-ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ კვირაში გაორმაგდა

​ბელგიაში COVID-ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ კვირაში გაორმაგდა
ბელგიაში COVID-ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ კვირაში გაორმაგდა

გასული კვირის განმავლობაში ბელგიაში COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით ერთბაშად 52%-ით გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

"24-დან 30 დეკემბრამდე, ქვეყანაში დღეში საშუალოდ 10 126 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც წინა კვირასთან შედარებით (17-23 დეკემბერი) 52%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ გასულ ხუთშაბათს კორონავირუსის დაახლოებით 16 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე პერიოდში COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის საშუალო დღიური რაოდენობაც ოდნავ გაიზარდა - ბელგიის საავადმყოფოები ყოველდღიურად 149 ახალ კოვიდინციფირებულ პაციენტი იღებდა. კვირას მდგომარეობით, ქვეყნის საავადმყოფოებში 1765 პაციენტი იმყოფებოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 508 პაციენტია.

ქვეყნის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას "ბუსტერებით" ვაქცინაციას ურჩევენ.

3 იანვრის მონაცემებით, ბელგიის ზრდასრული მოსახლეობის 47%-ს (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 38%) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზა მიღებული გქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system