თავში

ბელგიაში ლუდის ორგანულ ნარჩენებზე სოკოები მოჰყავთ

ბელგიაში ლუდის ორგანულ ნარჩენებზე სოკოები მოჰყავთ
ბელგიაში ლუდის ორგანულ ნარჩენებზე სოკოები მოჰყავთ

ბელგია, ქვეყანა რომელიც ლუდის მოყვარულთათვის სამოთხედ ითვლება, სოკოებისთვისაც არ აღმოჩნდა ნაკლები ადგილი. ბრიუსელში ცნობილი "Abattoir-ის" ხორცის ბაზრის სარდაფებში, ანდერლეხტის სამეზობლოში, კვენტინ დეკლერკსა და მის მშობლებს ბიზნეს იდეა დაებადათ, რომლის მიხედვითაც, ორგანული ლუდების დამზადებისას გამოყენებული მარცვლეულის ნარჩენებზე, ეგზოტიკური ჯიშის სოკოები უნდა მოეყვანათ. მათ სარდაფებში ტემპერატურა 11 გრადუსზე დაბლა არასდროს ეცემა, რაც ასეთი საქმიანობის წამოსაწყებად იდეალურ გარემო-პირობებს ქმნის. სარდაფების მისი საერთო სივრცე, 3,000 კვადრატული მეტრია. ამის შესახებ Associated Press წერს.

დეკლერკმა და მისმა თანამოაზრეებმა საქმიანობა 2014 წლიდან დაიწყეს და მას “Le Champignon de Bruxelles” დაარქვეს. დამფუძნებლებმა, ჰადრიენ ველჯმა და სევან ჰოლმანსმა პირველად ჯიშების "Shiitake, Maitake და Nameko" გაზრდა ისეთ ნიადაგზე სცადეს, სადაც სუბსტრატად ყავა გამოიყენეს, ცოტა ხანში კი აღმოაჩინეს, რომ სოკოებს ლუდი უფრო მოსწონდათ. 

ლუდსახარშში "The Brasserie Cantillon-ში" ტრადიციულ ბელგიურ ორგანულ ლუდებს, "Lambic", "Gueuze" და "Kriek" 1900 წლიდან, წელიწადში 6 თვის განმავლობაში აწარმოებენ. ლუდის წარმოების სპეციალისტის, კოლინ რაკოვსკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანული, ვარგისი ნივთიერებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. თუ აქამდე ამ ნარჩენებს ნაგავში ყრიდნენ, ახლა მათი საშუალებით კიდევ ერთი საკვები პროდუქტის წარმოება შეიძლება. საერთო ჯამში, საწარმო თვეში 5 ტონა სოკოს უშვებს. 

ცნობილი ფრანგი მზარეული ბენჯამინ გუგო ამ პროექტს მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ საწარმო ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მისი თქმით, ის ხარისხითაც მოხიბლულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system