თავში

ბელგიაში სკოლები "ქაოსისთვის" ემზადებიან

​ბელგიაში სკოლები "ქაოსისთვის" ემზადებიან
ბელგიაში სკოლები ქაოსისთვის ემზადებიან

ბელგიის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტმა კრიტიკულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი განათლების ცენტრის წარმომადგენელმა, კოენ პელერიომ განაცხადა. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 2000 მასწავლებელია საჭირო.

"ვითარებას პანდემია ამძიმებს. დეფიციტი იმაზე უარესია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა კოენ პელერიომ.

კოენ პელერიომ ასევე თქვა, რომ უახლოეს თვეებში COVID-19 შემთხვევების გაზრდის ფონზე ქაოსია მოსალოდნელი.

”საჭიროა გრძელვადიანი ხედვა და უფრო რადიკალური გადაწყვეტილებები,” - თქვა პელერიომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system