თავში

ბელგიის არქტიკულ სადგურზე COVID-19 თანამშრომლების უმეტესობას დაუდასტურდა

​ბელგიის არქტიკულ სადგურზე COVID-19 თანამშრომლების უ
ბელგიის არქტიკულ სადგურზე COVID-19 თანამშრომლების უმეტესობას დაუდასტურდა

გასული წლის 14 დეკემბრიდან, ბელგიის არქტიკული სადგურის, "პრინცესა ელისაბედის" თანამშრომელთა ნახევარზე მეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დისტანციური და იზოლირებული კვლევითი ცენტრის მთელი პერსონალი სრულად ვაქცინირებული იყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ბელგიური გამოცემა VRT ავრცელებს.

"პოლარული სადგური "პრინცესა ელისაბედი" კორონავირუსის აფეთქებამ მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ამ ყველაზე შორეულ კუთხეში მდებარე კვლევით სადგურზე ყველა მუშაკი აცრილია, 14 დეკემბრიდან მათგან ნახევარზე მეტს (25 ადამიანიდან 16-ს) კორონავირუსი დაუდასტურდა“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევა გასული წლის 14 დეკემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულზე დაწესებული კარანტინის მიუხედავად, კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა. ყველა ინფიცირებულს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომური გამოვლინებები ჰქონდა.

სადგურის თანამშრომლებს სახლში დაბრუნება შესთავაზეს, თუმცა მთელმა პერსონალმა და მეცნიერებმა დარჩენა და მუშაობის გაგრძელება არჩიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system