თავში

ბელგრადში არეულობების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

​ბელგრადში არეულობების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბელგრადში არეულობების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბელგრადში არეულობების ერთი ღამის შედეგად მიყენებული ზარალი 15 მილიონ დინარს (127 ათასამდე ევრო) აღემატება. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, გორან ვესიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, საღამოთი ორივე დღის ზარალი იქნება დათვლილი.

სერბეთის დედაქალაქში აქციის დროს 43 სამართალდამცველი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.საპროტესტო აქცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებას უკავშირდებოდა. მეორე დღეს საპროტესტო ტალღა ქვეყნის რამდენიმე ქალაქსაც გადაედო.

პოლიციამ აქცია ცრელმსადენი აირით დაშალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system