თავში

ბენქსი პანდემიასთან საბრძოლველად ნახატს ყიდის

​ბენქსი პანდემიასთან საბრძოლველად ნახატს ყიდის
ბენქსი პანდემიასთან საბრძოლველად ნახატს ყიდის

ცნობილი ქუჩის მხატვარი ბენქსი, კორონაპანდემიის პირველი ტალღის პერიოდში საუთჰემფტონის მთავარი საავადმყოფოს კედელზე შესრულებულ ნახატს აუქციონზე გაიტანს. ნამუშევარში ის 3,5 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რომელსაც ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას გადასცემს. ამ გზით ცნობილი მხატვარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.

სურათზე პატარა ბიჭია გამოსახული, ის იატაკზე ზის და ექთნის ფორმაში ჩაცმული თოჯინით თამაშობს. სხვა სუპერგმირები - ბეტმენი და კაცი-ობობა ნაგავშია გადაგდებული.

ნახატის ზომა ერთი მეტრია და ის შავ-თეთრ ფერებშია შესრულებული. აუქციონზე ორიგინალი გაიყიდება, საავადმყოფოში კი ნახატის ასლი დარჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system