თავში

ბერლინის ზოოპარკში 2 ტყუპი პანდის სახელი და სქესი გაამხილეს - PHOTO

​ბერლინის ზოოპარკში 2 ტყუპი პანდის სახელი და სქესი გაამხილეს
ბერლინის ზოოპარკში 2 ტყუპი პანდის სახელი და სქესი გაამხილეს - PHOTO

ბერლინის ზოოპარკის ახალ ბინადრებს, 2 გიგანტურ პანდას, უკვე სახელები აქვთ და ისინი საჯაროდ ცნობილია: მენ სიანი და მენ ნიუანი, რაც ნანტრ ოცნებასა და ახდენილ ოცნებას ნიშნავს.

ჩინური ტრადიციების თანახმად, დღეს დილით, დაბადებიდან 100 დღის შემდეგ, ახალშობილ პანდებს სახელები დაარქვეს. ასევე გაახმაურეს მათი სქესი: ორივე პანდა მამალია.

ხის ფირფიტებზე გერმანულად და ჩინურად და დაწერილი სახელები საზოგადოებას ბერლინის მერმა, მიხაელ მიულერმა და ჩინეთის ელჩმა გერმანიაში, ვუ კენმა გააცნეს.

სახელების პრეზენტაციას ათობით მედიასაშუალება აშუქებდა. ჩვილი გიგანტური პანდები მინის დახურულ ვოლიერში დღეს პირველად, ისიც ცოტა ხნით, წარუდგინეს საზოგადოებას. მათი ყოველდღიურად ნახვა ზოოპარკის დამთვალიერებლებს უკვე ახალი წლიდან შეეძლებათ მას შემდეგ, რაც ისინი დამოუკიდებლად სიარულს ისწავლიან.

ახალშობილებს თავიდან ზოოპარკში დედის რძეს ხელით აჭმევდნენ. ახლა უკვე ისინი დამოუკიდებლად იკვებებიან.

გიგანტური პანდების მშობლები, მამა - ცზიაო ცინი და დედა - მენ მენა, ბერლინის ზოოპარკში ჩინეთიდან 2 წლის წინ ჩამოიყვანეს.

დღეისათვის ველურ ბუნებაში 2000 პანდაზე ნაკლებია და მათი პოპულაცია გადაშენების საფრთხის წინაშეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system