თავში

ბერლინში 19 მაისიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

​ბერლინში 19 მაისიდან შეზღუდვები შემსუბუქდება
ბერლინში 19 მაისიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის ბურგომისტრმა მიხაელ მიულერმა განაცხადა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა ვირუსის გავრცელების შემთხვევები მცირდება. ბერლინის მმართველის თქმით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ისეთი საყოველთაო შეზღუდვები, როგორიცაა ღამის კომენდანტის საათი, აკრძალვა ჯგუფურ სპორტულ ვარჯიშზე, 19 მაისიდან მოიხსნება. 21 მაისიდან კი რესტორნები კლიენტების ღია სივრცეში მიიღებენ. ღია კაფეებსა და ბარებში მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც კორონავირუსის ტესტი, ან აცრა ექნებათ გაკეთებული. კარგი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების შემთხვევაში, ივნისის შუა რიცხვებიდან სასტუმროების გასხნასა და ტურისტების მიღებას გეგმავენ ეს გეგმა ბერლინს შეეხება

ფედერალურ მიწებზე შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ 100 000 მოსახლეზე 5 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 100-ს არ გადააჭარბებს.

რესტორნები და საჯარო თავშეყრის ადგილები გერმანიაში შემოდგომიდან დაკეტილია. ღიაა მხოლოდ სკოლები და საბავშვო ბაღები. ზოგიერთ ფედერაციაში მუშაობს მუზეუმები და გალერეები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system