თავში

ბერლინში ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

​ბერლინში ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ
ბერლინში ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ბერლინის სამიტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, - ამის შესახებ ბერლინში, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მხარეებმა განაცხადეს. 

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც სამიტის მონაწილეებმა მიიღეს, ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაა. ასევე შეიქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ლიბიაში კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენლები შევლენ. მათი პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაერო-ს მონაწილეობით, ჟენევაში გაიმართება.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდება.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system