თავში

ბერლუსკონი მძიმედ ავადაა

​ბერლუსკონი მძიმედ ავადაა
ბერლუსკონი მძიმედ ავადაა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მძიმედ ავადაა და სასამართლო მოწმეების მოსყიდვასთან დაკავშირებით დროებით უნდა შეჩერდეს. ეს განცხადება მილანის პროკურორმა გააკეთა. 84 წლის ბერლუსკონი წელს რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა.  ინფორმეციას Reuters ავრცელებს. 

საქმის პროკურორის თქმით, ექსპრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დროებით უნდა განთავისუფლდეს  სასამართლო საქმის განხილვისგან. 

ახალი მოსმენა 26 მაისისთვის არის დაგეგმილი, სადაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა ბერლუსკონის სხვა ეჭვმიტანილების საქმისგან განცალკევება. ექსპრემიერი არასრულწლოვან გოგოსთან სახელად "რუბი" სექსის საქმეში გაამართლეს.

იტალიის ოთხგზის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ეჭვმიტანილია მოწმეების მოსყიდვაში, რომელთაც არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საქმე უნდა დაემალათ. დანაშაულზე საქმე 2013 წლიდან აღიძრა. ბერლუსკონი დანაშაულს არასოდეს აღიარებდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system