თავში

ბეზოსმა უსახლკაროებისთვის 100 მილიონ დოლარამდე გაიღო

ბეზოსმა უსახლკაროებისთვის 100 მილიონ დოლარამდე გაიღო
ბეზოსმა უსახლკაროებისთვის 100 მილიონ დოლარამდე გაიღო

Amazon-ისა და კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებიან, 96.2 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს

 ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერის საქველმოქმედო ფონდმა, Bezos Day One Fund-მა გაავრცელა.

ცნობილია, რომ ზემოხსენებულ თანხას 750 ათასიდან 5 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტის სახით აშშ-ის 21 შტატში მოქმედი 32 ორგანიზაცია მიიღებს. 

2018 წელს დაარსებული Bezos Day One Fund-ი უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოყოფს. ჯამში არსებობის მანძილზე ფონდმა უკვე 398 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system