თავში

ბიგ-ბენის რესტავრირებულ საათს ახალ წელს გახსნიან

​ბიგ-ბენის რესტავრირებულ საათს ახალ წელს გახსნიან
ბიგ-ბენის რესტავრირებულ საათს ახალ წელს გახსნიან

ოთხწლიანი რესტავრაციის შემდეგ, ბიგ-ბენის საათის ციფერბლატები საახალწლოდ გაიხსნება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ახალი წლისთვის შეძლებთ ნახოთ, როგორ დაიწყებენ მსოფლიოში ცნობილი საათები ათვლას“, - განაცხადა რესტავრაციის პროექტის ხელმძღვანელმა ნიკ სტერჯმა.

წლების განმავლობაში, ასობით ხელოსანი ციფერბლატების რესტავრაციაზე მუშაობდა. ეს ყველაზე მასშტაბური სამუშაოები იყო, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო 1859 წელს აშენდა.

რესტავრაცია ციფერბლატებზე ყველა შუშის პანელის შეცვლას მოიცავს. ისრები, ნომრები და სხვა დეტალები ლურჯი ფერით ხელახლა შეღებეს. პროექტის ღირებულებამ 79,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system