თავში

"ბინდის" ავტორის ახალი წიგნის მილიონი ეგზემპლარი გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა

​"ბინდის" ავტორის ახალი წიგნის მილიონი ეგზემპლარი გამოსვლიდან
ბინდის ავტორის ახალი წიგნის მილიონი ეგზემპლარი გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა

სტეფანი მეიერის "შუაღამის მზის" გაყიდვებმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში მილიონი ეგზემპლარს გადააჭარბა.

მილიონი ასლი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა. აქ შედის წინასწარი ჯავშნები, ბეჭდური გამოცემები, ელექტრონული წიგნები და აუდიოწიგნები.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ადამიანებს "ბინდის საგაში ვაბრუნებთ" და სტეფანისთან ერთად ამ მნიშვნელოვან მიღწევას ვზეიმობთ", - განაცხადა გამოცემა "Little, Brown Books for Young Readers-ის" ვიზე-პრეზიდენტმა მეგან ტინგლიმ.

რომანში "შუაღამის მზე" "ბინდის" პირველი ნაწილის მოვლენებია ასახული, ოღონდ ამჯერად ბელა სვონის ნაცვლად მას ედვარდ კალენი ჰყვება.

2008 წელს "შუაღამის მზის" დაუმთავრებელი მონახაზი ინტერნეტში არალეგალურად გამოჩნდა. მაშინ მწერალმა განაცხადა, რომ ეს წიგნის მხოლოდ ფრაგმენტი იყო.

სტეფანი მეიერმა 2005 წლიდან 2008 წლამდე "ბინდის" საგის სახელით ოთხი წიგნი გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც ცნობილი ეკრანიცაზიები გადაიღეს, სადაც კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი თამაშობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system