თავში

BioNTech ვაქცინის შემქმნელებმა გერმანიის მომავლის პრემია მიიღეს

​BioNTech ვაქცინის შემქმნელებმა გერმანიის მომავლის პრემია მიიღეს
BioNTech ვაქცინის შემქმნელებმა გერმანიის მომავლის პრემია მიიღეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Comirnaty-ის შემქმნელებმა, გერმანული კომპანია BioNTech-ის გენერალურმა დირექტორმა უღურ შაჰინმა და მისი მეუღლემ, სამედიცინო კვლევების დირექტორმა ოზლემ თურეჯმა 2021 წლის გერმანიის მომავლის პრემია მიიღეს. ჯილდო მათ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გადასცა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

სპეციალისტების მნიშვნელოვანი მიღწევა ის გახდა, რომ მათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, კლინიკური კვლევების დასრულება და რეგისტრაციის მიღება უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლეს.

ამ ჯილდოს ფულადი ნაწილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მიღწევებისთვის 250 000 ევროს შეადგენს.

გერმანიის მომავლის პრემია გერმანიის პრეზიდენტის პატრონაჟით 1997 წლიდან გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system