თავში

ბირთვული ხუთი ქვეყნის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ

​ბირთვული ხუთი ქვეყნის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
ბირთვული ხუთი ქვეყნის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ

ჩინეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკი შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერებმა ბირთვული ომის პრევენციისა და ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს შორის ომის თავიდან აცილების შესახებ განცხადება გაავრცელეს. Report.ge-ს ცნობით, განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზეა განთავსებული.

მასში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთის რესპუბლიკა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის თავიდან აცილებასა და სტრატეგიული რისკების შემცირებას თავის მთავარ პასუხისმგებლობად თვლიან.

ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბირთვული ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს.

”რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებას შორსმიმავალი შედეგები ექნებოდა, ჩვენ ასევე ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი, სანამ ის არსებობას განაგრძობს, თავდაცვით მიზნებს, აგრესიის შეკავებას და ომის პრევენციას უნდა ემსახურებოდეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი იარაღის შემდგომი გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system