თავში

ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვენაში 9 დეკემბერს გაიმართება

​ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვენაში 9 დეკემბერს გაიმა
ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვენაში 9 დეკემბერს გაიმართება

ვენაში ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ხუთშაბათს განახლდება. თარიღი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალი ბაგერიმ და ევროკავშირის საგარეო სამსახურის მდივანმა, ბირთვული შეთანხმების ერთობლივი კომისიის კოორდინატორმა ენრიკე მორამ შეათანხმეს.

თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ერთობლივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი ავსტრიის დედაქალაქში 3 დეკემბერს დასრულდა. ევროპელი მონაწილეები თავიანთ ქვეყნებში დამატებითი კონსულტაციებისთვის დაბრუნდნენ.

მოლაპარაკებების დროს თეირანმა მხარეებს შეთანხმების პროექტი წარუდგინა, რომელიც ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ ორი დოკუმენტის სახით არის წარმოდგენილი. ისინი აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნას ითხოვენ.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ხოლო ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა და აშშ-ს პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარი განუცხადა.

ირანი, თებერვლის ბოლოს ბირთვულ ობიექტებზე გაეროს ინსპექტირების წვდომის 3 თვით გახანგრძლივებაზე დათანხმდა, თუმცა უარს აცხადებს ევროკავშირის წინადადებაზე, რომელიც უახლოეს კვირებში აშშ-თან ბირთვულ გარიგებაზე სასაუბროდ შეხვედრას გულისხმობს.

ირანმა ბოლო დროს კიდევ უფრო დააჩქარა 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების დარღვევა, რითაც, ექსპერტების ვარაუდით, ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის - გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი - 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში კი ურანის 20% -მდე გამდიდრების განახლების შესახებ კანონი მიიღო, გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმების სანაცვლოდ კი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს.

2015 წლის შეთანხმების მონაწილე სამმა ევროპულმა სახელმწიფომ გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე გაავრცელა რეზოლუციის პროექტი. დოკუმენტში სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული ირანის ქმედებებთან დაკავშირებით. რეზოლუცია ირანს შეთანხმების პირობების დარღვევის შეწყვეტისა და გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ. რეზოლუცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წარმომადგენელ ქვეყანას დაეგზავნა. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ქვეყანა დაუჭერს მას მხარს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system