თავში

ბლინკენმა ავღანეთის ლიდერთან ქვეყნის სამშვიდობო პროცესები განიხილა

​ბლინკენმა ავღანეთის ლიდერთან ქვეყნის
ბლინკენმა ავღანეთის ლიდერთან ქვეყნის სამშვიდობო პროცესები განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან ავღანეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხები განიხილა.

"სახელმწიფო მდივანმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებისადმი, რაც მხარეებს შორის კონფლიქტის პოლიტიკურ და სამართლიან გადაწყვეტაზე და ყველ ავღანელის სასარგებლოდ, ომის რეჟიმის საყოველთაო და სრულად შეწყვეტაზეა ორიენტირებული", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედა რაისმა.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აგრძელებს აშშ-სა და დაჯგუფება "თალიბებს" შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებების შესწავლას და იმედოვნებს, რომ ავღანეთის ყველა ლიდერი გამოიყენებს ამ ისტორიულ შესაძლებლობას ქვეყანაში 20 წლიანი ომის დასასრულებლად და მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system