თავში

ბლინკენმა ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნის კოლეგებთან რუსეთის საფრთხე განიხილა

​ბლინკენმა ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნის კოლეგებთან რუსეთის საფრთხე განი
ბლინკენმა ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნის კოლეგებთან რუსეთის საფრთხე განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკებები ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნების კოლეგებთან გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ბუქარესტის ცხრიანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსული ჯარების განლაგებასთან დაკავშირებული სიტუაცია, მოკავშირეების კოლექტიური დაცვისთვის "NATO-ს ერთიანი, მომზადებული და განსაზღვრული პოზიციის საჭიროება", ასევე ტრანსატლანტიკური ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობა განიხილეს.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მზადყოფნას, გააგრძელოს კონსულტაციები ყველა ტრანსატლანტიკურ მოკავშირესთან და პარტნიორთან და "დეესკალაციას შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის მიზნით“ მათ კოორდინირება გაუწიოს.

საუბარში ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system