თავში

Bloomberg-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

​Bloomberg-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა
Bloomberg-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

სააგენტო Bloomberg-მა სხვადასხვა ინდუსტრიიდან 50 ადამიანის სია გამოაქვეყნა, რომელთა დამსახურებები, მისი აზრით, 2021 წელს „აღიარებას იმსახურებს“.

სიაშია ფენომენებიც, რომლებმაც მსოფლიოზე გავლენა მოახდინა.

სააგენტოს მიერ შედგენილ რეიტინგში ბიზნესის, გართობის, ფინანსების, პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროს წარმომადგენლები შედიან.

მაგალითად, კატეგორიაში "ბიზნესი" მოხვდნენ Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი, Discovery Channel-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი და Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა.

რუბრიკაში "ფინანსები" მოხვდა Amazon-ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკენზი სკოტი, რომელიც განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი გახდა. სიაშია ფენომენი Meme Stock - აქციები, რომლებიც არა კომპანიის კარგი მუშაობის გამო, არამედ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე აჟიოტაჟის გამო გაიზარდა.

კატეგორიაში "პოლიტიკოსი" მოხვდნენ რუსი ბლოგერი ალექსეი ნავალნი და ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერი მაგნატი ჯიმი ლაი, რომლებიც 2020 წლის ბოლოს დააკავეს. სიაშია კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი, ის დაუპირისპირდა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს, რომლებიც 6 იანვარს აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

NASA-ს პროექტის Ingeniuity სამეცნიერო ხემძღვანელი მიმი ონგი, რომელმაც მარსის პირველი ვერტმფრენი შექმნა, რუბრიკაში "მეცნიერება და ტექნოლოგიები" მოხვდა. სიაშია Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი ფრენსის ჰაუგენიც, რომელმაც Meta-დ გადარქმეული კომპანიის საქმიანობის შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა.

კატეგორიაში "გართობა" მოხვდა ამერიკელი მხატვარი მაიკ ვინკელმანი, რომლის სრული ციფრული ნამუშევარი ლონდონში 69,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. სიაშია ასევე ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გათავისუფლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system