თავში

ბობ დილანი ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

​ბობ დილანი ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს
ბობ დილანი ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

ცნობილი მუსიკოსი ბობ დილანი 12 წლის ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ინციდენტი 56 წლის წინ მოხდა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი ქალმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ მუსიკოსმა ის 1965 წელს გააუპატიურა. მისი თქმით, ამ დროისთვის მუსიკოსი 24 წლის იყო, გოგონა (J.C.) კი - 12-ის.

მოსარჩელე აცხადებს, რომ ბობ დილანი მასზე 6 კვირის განმავლობაში ძალადობდა.

"დილანმა გამოიყენა მუსიკოსის სტატუსი, უზრუნველყო J.C. ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით და მრავალჯერ იძალადა მასზე სექსუალურად", - აღნიშნულია სარჩელში.

ქალის თქმით, ყველაფერი სასტუმრო Chelsea-ში ხდებოდა. ამ მოვლენებმა მას "მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა" დაუტოვა.

ბობ დილანის წარმომადგენლის თქმით, "56 წლის წინანდელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება", და მუსიკოსი "თავს ენერგიულად დაიცავს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system