თავში

Boeing 737 MAX ფრენებს წლის ბოლომდე განაახლებს

​Boeing 737 MAX ფრენებს წლის ბოლომდე განაახლებს
Boeing 737 MAX ფრენებს წლის ბოლომდე განაახლებს

Boeing 737 MAX -ის სკანდალი დასრულდა. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) თვითმფრინავის ამ მოდელის ფრენების განახლება დაამტკიცა.

EASA-ს განცხადებით Boeing 737 MAX საკმარისად უსაფრთხოა იმისთვის, რომ ფრენები 2020 წლის ბოლომდე განაახლოს. ”ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ის (ავიალაინერი) საიმედოა და უსაფრთხოების მიღწეული დონე ჩვენთვის საკმარისად მაღალია”, - განაცხადა EASA– ს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კაიმ.

Boeing 737 MAX -თვის ასევე მესამე, ეგრეთ წოდებული სინთეზური სენსორი შემუშავდა, რომელიც ლაინერის დამატებითი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პატრიკ კაის ვარაუდით, სინთეზური სენსორი მფრინავებს, რომელიმე მექანიკური სენსორის გაუმართაობის შემთხვევაში, მუშაობას გაუადვილებს.

2019 წლის 10 მარტს ეთიოპიის ავიახაზების ლანერმა Boeing 737 MAX 8 კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც157 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის 29 ოქტომბერს ინდონეზიაში კომპანია Lion Air- ის მსგავსი მოდელის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 189 ადამიანი ელსხვერპლა. ბოინგის მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ ორივე შემთხვევაში, კატასტროფა თვითმფრინავში ფრენის კონტროლის (MCAS) სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system