თავში

Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფისას დაღუპულ ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფისას
Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფისას დაღუპულ ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების 346 მსხვერპლის ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის.

გარდაცვლილთა ოჯახები 144 500 დოლარის ოდენობის კომპენსაციას კომპანიის სპეციალური ფონდიდან მიიღებენ. თანხას დაზარალებულები 2019 წლის ბოლომდე მიიღებენ. კიდევ 50 მილიონი დოლარი გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ყოველდღიური ხარჯების და განათლების დასაფარად არის გამოყოფილი.

ორი ჩამოვარდნილი Boeing 737 MAX-ის ოჯახებს საერთო ჯამში კომპანიის წინააღმდეგ ასზე მეტი სარჩელი აქვს შეტანილი. გარდა ამისა, Boeing-ს რამდენიმე ასეული პილოტი უჩივის, რომლებიც კომპანიას 737 MAX-ის თვითმფრინავების ნაკლოვანებების დამალვაში ადანაშაულებენ.

მანამდე კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო.

ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.

Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system