თავში

ბოლივიაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს

​ბოლივიაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს
ბოლივიაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს

ბოლივიაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტის, ევო მორალესის გამარჯვება გახდა.

პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მსხვილ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო. ერთ-ერთ რეგიონულ საარჩევნო სასამართლოს ოპოზიციურად განწყობილმა მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს. ქალაქ თარიჰში კი, ბიულეტენები დაწვეს.

ბიულეტენების 95%-ის დათვლის შედეგად არსებული მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 46.85%-ით მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი ლიდერობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system