თავში

ბოლივიის ექსმინისტრმა თავშესაფარი ითხოვა

ბოლივიის ექსმინისტრმა თავშესაფარი ითხოვა
ბოლივიის ექსმინისტრმა თავშესაფარი ითხოვა

ბოლივიის გარემოსა და წყლის რესურსების ყოფილმა მინისტრმა მარია პინკენმა რესპუბლიკა დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ითხოვა. მანამდე ქალბატონი მინისტრი არ გამოცხადდა მის წინააღმდეგ კორუფციის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე. ამის შემდეგ პროკურატურამ პინკენის დაკავების ორდერი გასცა.

ექსმინისტრის განცხადებით მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, გარდა ამისა, ის ღრმა დეპრესიას განიცდის მეუღლის კორონავირუსით გარდაცვალების გამო. " ახლა მე სათანადო დაცვის ქვეშ, მაგრამ საყვარელი ადამიანებისგან შორს ვიმყოფები", განაცხადა პინკენმა. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, ყოფილს მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ხეანინე ანიესი, ასევე იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები 13 მარტიდან პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი ტერორიზმსა და სახელმწიფო გადატრიალებაში არიან ბრალდებულნი.

ხეანინე ანიესი 2019 წლის 12 ნოემბერს პრეზიდენტ ევო მორალესისა და სხვა ხელმძღვანელების გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. 2020 წლის 8 ნოემბერს მან თანამდებობა მორალესის პარტიის წარმომადგენელს ლუის არსეს გადააბარა. მიმდინარე წლის მარტში კი ის დააპატიმრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system