თავში

ბოლო ორ თვეში COVID-19-ის შემთხვევები გაორმაგდა - ჯანმო

ბოლო ორ თვეში COVID-19-ის შემთხვევები გაორმაგდა - ჯანმო
ბოლო ორ თვეში COVID-19-ის შემთხვევები გაორმაგდა - ჯანმო

ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

"გლობალურად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ეს პანდემიის დროს ინფექციის უმაღლეს მაჩვენებელთან გვაახლოებს", - დასძინა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის აზრით, კორონავირუსს არ შეიძლება ეწოდოს ჩვეულებრივი გრიპი. მისი თქმით, სპეციალისტებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ვირუსის შედეგების შესწავლა. 

მან დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნის მოქალაქემ გააგრძელოს ვირუსთან საბრძოლველად დაწესებული ზომების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system