თავში

ბოლსონარუმ აცრის გაკეთების დრო გადადო

ბოლსონარუმ აცრის გაკეთების დრო გადადო
ბოლსონარუმ აცრის გაკეთების დრო გადადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების დრო გადადო. ის 3 აპრილს უნდა აცრილიყო, თუმცა მან ამ პროცესის გადადება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის აზრით, ვაქცინები ზედმეტად სწრაფად შეიქმნა, რაც მას უნდობლობის საფუძველს აძლევს. ის განსაკუთრებით კრიტიკულია ჩინური ვაქცინისა და Pfizer-ის მიმართ. ასევე ფიქრობს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ბრაზილიის პრეზიდენტმა ვაქცინა შესაძლოა 12 აპრილამდე გაიკეთოს დახურულ კარს მიღმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლსონარუს უკვე გადატანილი აქვს COVID-19.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system