თავში

ბორის ჯონსონი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა

​ბორის ჯონსონი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა
ბორის ჯონსონი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლონდონში ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

შეხვედრის დროს ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს ყველაფერში, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

”ჩვენ მთლიანად თქვენს მხარეს ვართ, ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვენ ვემხრობით ბელარუსში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას", - ციტირებს The Independent ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრს.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც Ryanair–ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ბელარუსს სანქციებუ დაუწესა, რითაც ბელარუსი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოცატა.

ციხანოვსკაიამ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ "ბელარუსს მსოფლიოს ერთ -ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა უჭერს მხარს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system