თავში

ბორის ჯონსონის მრჩეველს თვითიზოლაციის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბორის ჯონსონის მრჩეველს თვითიზოლაციის დარღვევაში ადანაშაულებენ
ბორის ჯონსონის მრჩეველს თვითიზოლაციის დარღვევაში ადანაშაულებენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მრჩეველმა, დომინიკ ქამინგსმა, მიუხედავად ახალი კოროვირუსის ინფექციის  სიმპტომებისა, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

მარტის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის რამდენიმე თანამშრომელი, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მათ შორის იყო მრჩეველი ქამინგსი, რომელსაც დაავადების მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.

გამოცემის ცნობით, თვითიზოლაციის დროს ქამინგსმა დატოვა თავისი სახლი ლონდონში და 400 კილომეტრში გაემგზავრა ქალაქ დურჰამისკენ, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. მრჩეველის მიერ იზოლაციის დარღვევის ფაქტი მოსახელობამ 31 მარტს პოლიციას აცნობა. 

The Guardian-მა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ ქამინგსი დურჰამში 5 აპრილსაც დააფიქსირეს.

მომხდარის გამო, მოსახლეობის ნაწილი ქამინგისის გადადგომას ითხოვს.

პარასკევს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრის პატელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 36,393-ს მიაღწია, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 254,195-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system