თავში

ბორის ჯონსონმა ვაქცინაციის ცენტრში ვიზიტი გააუქმა

​ბორის ჯონსონმა ვაქცინაციის ცენტრში ვიზიტი გააუქმა
ბორის ჯონსონმა ვაქცინაციის ცენტრში ვიზიტი გააუქმა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო მან ლანკაშირის ვაქცინაციის ცენტრში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ბრიტანეთის წესების თანახმად, ინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრებს ტესტის გავლა ყოველ დღეს უწევთ და სხვა ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა სჭირდებათ.

სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ სწრაფი ტესტი ყოველდღიურად შვიდი დღის განმავლობაში უნდა გაიარონ.

ბორის ჯონსონი კორონავირუსით 2020 წლის გაზაფხულზე დაინფიცირდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ის AstraZeneca-ს ვაქცინით სამჯერ აიცრა. ბუსტერი პრემიერმა 2021 წლის 2 დეკემბერს მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system