თავში

ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე დამოუკდებლად სიარული შეუძლია

ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე დამოუკდებლად სიარული შეუძლია
ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე დამოუკდებლად სიარული შეუძლია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მოკლე მანძილზე დამოუკიდებლად სიარული შეუძლია, – ამის შესახებ  პრემიერის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ბორის ჯონსონი ექიმებს ესაუბრა და მთელ სამედიცინო გუნდს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული მზრუნველობისთვის.

„მისი ფიქრები ახლა მათთანაა, ვინც ამ საშინელი დაავადებით დაზარალდა“, – განაცხადეს პრემიერის ოფისში.

ბორის ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება გუშინ, 9 აპრილს, საღამოს დატოვა. ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, სადაც მისი გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპს დააკვირდებიან. 

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს 27 მარტს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ხოლო, 6 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პრემიერი ინტენსიური თერაპიის განოფილებაში გადაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system