თავში

ბოტსვანაში ნაპოვნი 1,098-კარატიანი ბრილიანტი მალე გაიყიდება

ბოტსვანაში ნაპოვნი 1,098-კარატიანი ბრილიანტი მალე გაიყიდება
ბოტსვანაში ნაპოვნი 1,098-კარატიანი ბრილიანტი მალე გაიყიდება

ალმასი, რომელიც მსოფლიოს მსგავს მინერალებს შორის სიდიდით მესამე ადგილზეა, საზოგადოებას ბოტსვანის პრეზიდენტმა, მოკვეტსი მასისიმ წარუდგინა. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მინერალი უახლოეს მომავალში გაიყიდება და ძვირფასი ქვის გაყიდვით მიღებული თანხა სრულად მოხმარდება ქვეყნის განვითარებას. ამ ეტაპზე უცნობია რა იქნება გიგანტური ალმასის ფასი. 

ცნობისთვის, ბოტსვანის რესპუბლიკის დედაქალაქ გაბორონედან 20 კილომეტრში, ჯვანენგის მაღაროში მსოფლიოში სიდიდით მესამე, 1,098-კარატიანი ბრილიანტი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ ჯვანენგის მაღაროს, სადაც მინერალს მიაკვლიეს, კომპანია Debswana ამუშავებს, რომელიც ბოტსვანის მთავრობასა და საერთაშორისო კორპორაციას De Beers Group ეკუთვნის.

მსოფლიოში აღმოჩენილ ყველაზე დიდი ალმასი 3,106-კარატიანი კულინანის სახელწოდებით ცნობილი ქვაა, ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 1905 წელს იპოვეს. მოგვიანებით ბრილიანტი დაანაწევრეს და მისი ნაწილი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გვირგვინის შესამკობად გამოიყენეს. 

სიდიდით მეორე ადგილზე მყოფი ძვირფასი ქვა კი 1,109-კარატიანი ალმასია, რომელიც კანადურმა კომპანიამ Lucara Diamond-მა ბოტსვანაში მდებარე კაროვეს მაღაროში 2015 წელს იპოვე. "ჩვენი სინათლის" სახელწოდების მქონე მინერალი უწოდეს, 2017 წელს 53 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system