თავში

BP-Azerbaijan: შეშფოთებული ვართ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმით

​BP-Azerbaijan: შეშფოთებული ვართ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმით
BP-Azerbaijan: შეშფოთებული ვართ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმით

ნავთობის ტრანსნაციონალური კომპანია British Petroleum-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობა მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ გუშინდელი ინფორმაციით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის საექსპორტო მილსადენების რაიონში სარაკეტო შეტევის შესახებ, რომელიც წარმატებით მოიგერიეს აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა აქტივის უსაფრთხოებას, რომელსაც BP აკონტროლებს, აზერბაიჯანის მთავრობა უზრუნველყოფს, ჩვენ შესაბამის ორგანოებთან ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ყველა ზომა იყოს მიღებული ჩვენი ხალხის, ოპერაციებისა და აქტივების დასაცავად.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას სამოქალაქო დასახლებებსა და ინფრასტრუქტურაზე სამხედრო თავდასხმების გამო და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტის ფარგლებში კონფლიქტი მალე და სამართლიან დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  სომხეთის შეაიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის ხაზიდან 50 კილომეტრში მდებარე ევლახის რაიონის სოფელი არანი დაბომბეს. სომხური შეიარაღებული ძალების კასეტური რაკეტა "სმერჩი" 9М525, რომელიც 300-მმ-იანი რეაქტიული ჭურვებისაგან შედგება, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერში გააუვნებელჰყო, რის შედეგადაც ჭურვის ნაწილი სოფელ არანში განლაგებული სამხრეთ კავკასიის ნავთობსადენის მახლობლად, ნაწილი კი შავი ზღვის სანაპიროზე მიმავალი დასავლეთის ნავთობსადენიდან 120 მეტრში დაეცა. ჭურვის დანარჩენი ნაწილები სოფელში გამავალ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 100 მეტრში დაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system