თავში

ბრაკონიერი სპილოებმა გადათელეს

ბრაკონიერი სპილოებმა გადათელეს
ბრაკონიერი სპილოებმა გადათელეს

მარტორქების მკვლელი ბრაკონიერი, სპილოებმა, შაბათს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკში, სასიკვდილოდ გადათელეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს.  

გარდაცვლილი მამაკაცი სამ ეჭვმიტანილ ბრაკონიერს შორის იყო, რომლებიც რეინჯერებმა კრუგერის ეროვნულ პარკში დააფიქსირეს.

როდესაც რეინჯერებმა ბრაკონიერები შეამჩნიეს, ტრიო გაიქცა და სპილოების ჯოგს გადააწყდა.

ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო მეორე სპილოების მიერ გადათელილი იპოვეს.

მესამე ეჭვმიტანილი, რომელმაც თვალის დაზიანება მიიღო, გაქცევა მოახერხა.

რეინჯერებმა ადგილზე აღმოაჩინეს ცეცხლასროლი იარაღი, ცული და ჩანთა, რომლებიც სავარაუდოდ ბრაკონიერებმა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system