თავში

ბრაზილია COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო მონაცემებს აღარ გაასაჯაროებს

ბრაზილია COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო მონაცემებს აღარ გაასაჯაროებს
ბრაზილია COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო მონაცემებს აღარ გაასაჯაროებს

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის, ნელსონ ტეიშის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კოროანვირუსით ინფიცირებულთა საერთო მონაცემები აღარ გასაჯაროვდება. ამიერიდან საიტზე მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი მონაცემები დაიდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრაზილიამ ოფიციალური საიტიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის გასული თვეების მონაცემები წაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთო სურათი, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ, ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ჟაირბოლსონარუმ თქვა, რომ ვებგვერდზე ასახული ციფრები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

მონაცემების წაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსახლეობის პროტესტმა იმატა. მათი მტკიცებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების უკონტროლო ზრდა ხელისუფლების პოლიტიკამ და დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამერიკის შემდეგ. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 676,494-ს აღწევს, ხოლო დაავადებას 36,044 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system