თავში

ბრაზილიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 100,000-ს აღწევს

ბრაზილიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 100,000-ს აღწევს
ბრაზილიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 100,000-ს აღწევს

ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100,000-ს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის პიკი ჯერ გადალახული არ არის, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, კერძოდ გახსნილია მაღაზიები და რესტორნები.

"ჩვენ არ ვიცით ეს როდის შეჩერდება, შესაძლოა იმ დროისთვის, როდესაც გარდაცვლილთა რიცხვი 150,000 ან 200,000-ს მიაღწევს. COVID-19-ის სრულ გავლენას მხოლოდ დრო გვიჩვენებს", - განაცხადა სან პაულოს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ნაიმემ.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში COVID-9-ით 2,967,064 ადამიანია ინფიციფრებული.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system