თავში

ბრაზილიაში ძაღლებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ

​ბრაზილიაში ძაღლებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ
ბრაზილიაში ძაღლებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ

პარანას შტატის სასამართლომ პირველად აღიარა ძაღლების უფლება, მიიღონ მორალური ზიანის ანაზღაურება, თუკი ყოფილი მფლობელები მათ სასტიკად ექცეოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა O Antagonista ავრცელებს.

პორტალის ცნობით, ეს "დაინტერესებული პირების" სტატუსი უკვე მიიღეს ექვსი წლის ოქროსფერმა რეტრივერმა, სახელად სპაიკი და სამი წლის პოინტერმა, სახელად რემბო. თითოეული ცხოველი მორალური კომპენსაციის სახით 400 აშშ დოლარს მიიღებს.

ადვოკატისა და ცხოველთა უფლებების დამცველის, ეველინ პალუდუს თქმით, სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომელიც შემდგომში, შესაძლოა, სხვა ცხოველების ინტერესების დასაცავად იყოს გამოყენებული.

"ეს არის პარადიგმის რღვევა. ეს არის კანონის ახალი, პოსტჰუმანისტური ხედვა", - განაცხადა მან.

ძაღლები გასული წლის აგვისტოში გადაარჩინეს. პოლიციამ ისინი მშივრები, შეშინებულები და ავადმყოფები იპოვა. პატრონები დასასვენებლად წავიდნენ და ისინი სახლში მარტო დატოვეს. ორივე ძაღლმა რეაბილიტაცია გაიარა და ადგილობრივ ზოოდამცველ ორგანიზაციაში დაბინავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system