თავში

ბრაზილიაში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

ბრაზილიაში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა
ბრაზილიაში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

ბრაზილიის დედაქალაქის გუბერნატორმა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სრული ლოქდაუნი გამოაცხადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, დამატებითი ღონისძიებები ქვეყანაში 00:00 საათის შემდეგ ამოქმედდა.

კარანტინის გაძლიერების ფარგლებში, დაიხურება ყველა დაწესებულება, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ეკლესიებისა და დამკრძალავი ბიუროებისა.

დედაქალაქის მეთაურის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ.  მან გუბერნატორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის "ზიანის მიყენებაში" დაადანაშაულა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში,ბრაზილიაში კორონავირუსის 65 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 1 337 ადამიანი. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 10 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირებული, ხოლო 252 988 გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system