თავში

ბრაზილიის პოლიცია უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ საუბრობს

ბრაზილიის პოლიცია უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ საუბრობს
ბრაზილიის პოლიცია უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ საუბრობს

ინტერნეტში ბრაზილიის პოლიციის ანგარიში გამოჩნდა, რომელშიც რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მდებარე ქალაქ კლაუდიოში უცხოპლანეტელების გამოჩენაა აღწერილი.  ამის შესახებ გამოცემა Express წერს.

ანგარიშის თანახმად, უცხოპლანეტელებთან შეხვედრა პოლიციის 10-მა თანამშრომელმა დაადასტურა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ უცხოპლანეტელები 2008 წლის 19 ნოემბერს ნახეს. რეპორტი მოიცავს პოლიციისა და სამოქალაქო პირების განცხადებებს. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ციდან  "უზარმაზარი მანათობელი ობიექტი ჩამოვარდა, რომელსაც თან ორი პატარა სუბიექტი ახლდა".

მოწმეების თქმით, როდესაც ეს ობიექტი ქალაქის ცენტრთან მდებარე ეკლესიას მიუახლოვდა, ქუჩის განათებები ჩაქრა.

დიდმა მანათობელმა ობიექტმა "ძლიერი სინათლის გამოსხივება" დაიწყო, ხოლო შემდეგ გაქრა. 

კიდევ ერთმა თვითმხილველმა აღწერა, რომ უცხოპლანეტელები  დიდი სისწრაფით, ხმაურის გარეშე მოძრაობდნენ და მოულოდნელად ქრებოდნენ.

პოლიციამ ლერწმის მინდორში  პატარა "ჰუმანოიდული არსებები" აღმოაჩინა. მათი სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system