თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი: ამაზონის ტყეები კაცობრიობის მემკვიდრეობა და პლანეტის ფილტვები არ არის

ბრაზილიის პრეზიდენტი: ამაზონის ტყეები კაცობრიობის მემკვიდრეობა და
ბრაზილიის პრეზიდენტი: ამაზონის ტყეები კაცობრიობის მემკვიდრეობა და პლანეტის ფილტვები არ არის

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ის ნაწილი, რომელიც ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარეობს, სუვერენული ტერიტორიაა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ბოლსონარომ ხაზი გაუსვა, რომ შეცდომაა, როცა ამაზონის ტროპიკულ ტყეებს „კაცობრიობის მემკვიდრეობასა“ და „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ. 

„იყენებდნენ რა ამ ცრუ ინფორმაციას, კოლონიზატორული სულით განმსჭვალული გარკვეული ქვეყნები, დახმარების ნაცვლად უპატივცემულოდ გვექცეოდნენ. მათ ჩვენი ყველაზე ძვირფასი ღირებულება - სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენეს,“ - განაცხადა ბოლსონარომ.

შეგახსენებთ, რომ ჟაირ ბოლსონარო ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის წინააღმდეგ უმოქმედებაში დაადანაშაულეს. სპეციალისტების თქმით, ამაზონის ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. იქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე ხარობს და ცხოველი ბინადრობს.

ბოლო მონაცემებით, ხანძარმა ამაზონის ტყეში იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში 1,8 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system